ლოკოს 17 წლამდე გუნდი ავაზასთან დამარცხდა

ლოკოს 17 წლამდე გუნდი ავაზასთან დამარცხდა
18/09/2017

ლოკოს 17 წლამდე გუნდი ავაზასთან დამარცხდა

საქართველოს 17 წლამდე, ოქროს ლიგის მე-8 ტურში, ლოკომოტივის აკადემიის გუნდი ავაზასთან დამარცხდა. სტუმრად ჩატარებული მატჩი, პაატა გოცირიძის ფეხბურთელებმა 2:0 წააგეს.

 

პირველი გოლი ლოკომოტივმა 21-ე წუთზე გაუშვა. ავაზა წინ ირაკლი კორთონჯიამ გაიყვანა. მე-60 წუთზე, ლუკა კაკაბაძემ გიორგი ანდრიაძეს მეორე გოლი გაუტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

 

რვა ტურის შემდეგ, გოცირიძის გუნდი 11 ქულით მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ლოკომოტივი 22 სექტემბერს, საგუამოს ბაზაზე, სფფ აკადემია ზუგდიდის წინააღმდეგ გამართავს.


ლოკომოტივი (U 17):
ანდრიაძე, გუგუნავა, შიუკაშვილი, ბაქრაძე, ქაჯაია, კილასონია, ხუნჯგურუა, ნადარეიშვილი (კაპ), კუხიანიძე, გაბეჩავა, ხარძიანი

მთავარი მწვრთნელი: პაატა გოცირიძე

 

არბიტრი: თემურ დადაჰავა (ოჩამჩირე)

more news