ლოკოს 19 წლამდე გუნდმა ცხინვალი დიდი ანგარიშით დაამარცხა

ლოკოს 19 წლამდე გუნდმა ცხინვალი დიდი ანგარიშით დაამარცხა
21/04/2018

ლოკოს 19 წლამდე გუნდმა ცხინვალი დიდი ანგარიშით დაამარცხა

19 წლამდე ლიგის მე-8 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ცხინვალი დაამარცხა. 21 აპრილს, საგურამოს ბაზაზე გამართული მატჩი, სულიკო დავითაშვილის გუნდმა 5-0 მოიგო.

ანგარიში მე-15 წუთზე ივანე ოქროპირიძემ გახსნა. 35-ე და მე-60 წუთებე, რეზი ინჯგიამ დუბლი შეასრულა.

82-ე წუთზე დუბლის შესრულება ოქროპირიძემაც მოახერხა. ორ წუთში, მატჩის საბოლოო შედეგი შეცვლაზე შესულმა შოთა შეყილაძემ დააფიქსირა.

8 ტურის შემდეგ, ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდი 22 ქულით პირველ პოზიციაზეა.

ლოკომოტივი: მიქავა, ჯაფარიძე (შეყილაძე 55), ანდრონიკაშვილი, ბუიღლიშვილი, ძაძამია, ჯანაშია (კაპ), ოქროპირიძე, შეწირული, ინჯგია, გრძელიძე (ფილფანი 63), ოზბეთელაშვილი (ნაჭყებია 64)

მთავარი მწვრთნელი: სულიკო დავითაშვილი

more news