ლოკო 2-მა სეზონი ზესტაფონთან შეხვედრით დაასრულა

ლოკო 2-მა სეზონი ზესტაფონთან შეხვედრით დაასრულა
01/12/2023

ლოკო 2-მა სეზონი ზესტაფონთან შეხვედრით დაასრულა

თბილისის ლოკომოტივი 2-მა ეროვნულ ლიგა 3-ში 2023 წლის სეზონი ოფიციალურად დაასრულა. ჩვენმა გუნდმა ბოლო, 30-ე ტურის შეხვედრა ზესტაფონთან ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.

 

დიღმის ოლიმპიური კომპლექსის მოედანზე გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი ზესტაფონის ფეხბურთელმა, ნიკოლოზ ხელიძემ 64-ე წუთზე გაიტანა.

 

ლოკო 2-მა ეროვნულ ლიგა 3-ში 35 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილი დაიკავა. ჩვენმა ფეხბურთელებმა სეზონის მანძილზე 10 შეხვედრა მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 15-ჯერ დამარცხდნენ.

more news