დავით ბუკიამ საქართველოს 19-წლამდელთა რიგებში ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშა, გუნდის განაცხადში იყო ნიკოლოზ ნინიძე

დავით ბუკიამ საქართველოს 19-წლამდელთა რიგებში ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშა, გუნდის განაცხადში იყო ნიკოლოზ ნინიძე
21/11/2023

დავით ბუკიამ საქართველოს 19-წლამდელთა რიგებში ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშა, გუნდის განაცხადში იყო ნიკოლოზ ნინიძე

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ტურში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლა და 0:4 დამარცხდა.

 

საქართველოს ნაკრები ამ მატჩს 2 გამარჯვებით შეხვდა და ელიტ რაუნდის საგზური უკვე გარანტირებული ჰქონდა, ჩვენმა გუნდმა თბილისში გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვა და კვიპროსი დაამარცხა.

 

ესპანეთთან შეხვედრაში U19 ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იყო ლოკოს ფეხბურთელი დავით ბუკია, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა.

 

ვასილ მაისურაძის გუნდის განაცხადში ასევე იყო ჩვენი კიდევ ერთი ფეხბურთელი ნიკოლოზ ნინიძე. მან ორი ტურის წინ კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა, ის მატჩი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა 2:0 მოიგო.

 

more news