ლოკო 2 ეროვნულ ლიგა 3-ში მეშხტესთან დამარცხდა

ლოკო 2 ეროვნულ ლიგა 3-ში მეშხტესთან დამარცხდა
01/11/2023

ლოკო 2 ეროვნულ ლიგა 3-ში მეშხტესთან დამარცხდა

ეროვნული ლიგა 3-ის 25-ე ტურის შეხვედრა თბილისის ლოკომოტივი 2-მა სტუმრად ტყიბულის მეშახტესთან გამართა და 1:2 დამარცხდა.

 

მატჩი საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. მასპინძლები 21-ე წუთზე გიორგი გეგიამ დააწინაურა. ლოკო ამის შემდეგ გააქტიურდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

 

მეორე ნახევრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე მეშახტის უპირატესობა ორამდე გაზარდა  ლუკა დოლიძემ, ხოლო 90+6-ე წუთზე ნიკოლოზ ნინიძემ ლოკო 2-ის მხრიდან გაიტანა და მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

ლოკო 2-ს ამ მომენტისთვის 29 ქულა აქვს და ეროვნულ ლიგა 3-ში მე-11 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 7 ნოემბერს შტურმთან საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.

more news