ლოკოს U9 გუნდმა ატეიტის თასზე მე-5 ადგილი დაიკავა

ლოკოს U9 გუნდმა ატეიტის თასზე მე-5 ადგილი დაიკავა
07/10/2023

ლოკოს U9 გუნდმა ატეიტის თასზე მე-5 ადგილი დაიკავა

ბათუმში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე, ატეიტის თასზე თბილისის ლოკომოტივის 9-წლამდელთა გუნდმა მეხუთე ადგილი დაიკავა.

 

ჩვენი პატარა ფეხბურთელები ჯგუფურ ეტაპე თბილისის ინტერს, ბათუმის დინამოს, ბომბორასა და სერვალს შეხვდნენ. ლოკომ ორი მატჩი მოიგო (ინტერთან და დინამო ბათუმთან), ხოლო ორში - დამარცხდა (ბომბორასთან და სერვალთან).

 

საბოლოოდ, ტურნირზე მეხუთე ადგილისთვის მატჩში ჩვენი გუნდი ინტერს დაუპირისპირდა და მეტოქე 5:3 დაამარცხა. ლოკოს მხრიდან დუბლი შეასრულა კერესელიძემ. რურუამ, ფრუიძემ და მიქაძემ კი თითო გატანილი გოლით გამოიჩინეს თავი.

more news