რეგიონული ლიგა - ლოკომოტივი 2-მა ვიტ-ჯორჯია დაამარცხა
რეგიონული ლიგა - ლოკომოტივი 2-მა ვიტ-ჯორჯია დაამარცხა
საქართველოს რეგიონული ლიგის მეორე ტურში, თბილისის ლოკომოტივმა ვიტ-ჯორჯია დაამარცხა. საგურამოს ბაზაზე, გიორგი მინაშვილის ფეხბურთელებმა მეტოქეს 3:1 მოუგეს.
ანგარიში 24-ე წუთზე ლაშა-გიორგი ობოლაძემ გახსნა. 53-ე წუთზე, თორნიკე მუზაშვილმა ლოკომოტივის უპირატესობა ორამდე გაზარდა.
სტუმრებს მესამე გოლი, 55-ე წუთზე გიორგი წულეისკირმა გაუტანა. ვიტ-ჯორჯიამ ერთადერთი გოლი მატჩის 82-ე წუთზე გაიტანა.
რეგიონული ლიგის გ ჯგუფში, ლოკომოტივი 4 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს. გიორგი მინაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს 6 აპრილს, სტუმრად, საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი 2: შეროზია, ჯაფარიძე (გელაშვილი 48), ჭურღულაშვილი, ფიფია (გურგენიძე 67), ცერცვაძე, ლურსმანაშვილი, ობოლაძე, ვარძელაშვილი, წულეისკირი, მუზაშვილი (გაბუნია 62), ოზბეთელაშვილი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მინაშვილი