რეგიონული ლიგა - ლოკომოტივი 2-მა მოიგო და გალიდერდა
რეგიონული ლიგა - ლოკომოტივი 2-მა მოიგო და გალიდერდა
საქართველოს რეგიონული ლიგის მე-6 ტურის მატჩში, თბილისის ლოკომოტივი 2-მა, სტუმრად 35 საფეხბურთო სკოლის გუნდი დაამარცხა. 25 აპრილს გამართული დაპირისპირება გიორგი მინაშვილის გუნდმა 4:0 მოიგო.
ანგარიში 33-ე წუთზე, ლოკომოტივის კაპიტანმა გიორგი წულეისკირმა გახსნა. 49-ე წუთზე, ჩვენი გუნდის მე-9 ნომერმა დუბლი შეასრულა.
35 საფეხბურთო სკოლის გუნდს, მესამე გოლი ლევან გრძელიძემ, 53-ე წუთზე გაუტანა.
მატჩის საბოლოო ანაგრიში 89-ე წუთზე, ნუგზარ ინწკირველმა დააფისქირა. მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა, გოლი საკუთარ კარში გაიტანა.
6 ტურის შემდეგ, მინაშვილის გუნდმა 16 ქულა მოაგროვა და რეგიონული ლიგის გ ჯგუფის ლიდერი გახდა. ლოკომოტივი 2, მომდევნო მატჩს 5 მაისს, აჩაბეთის ლიახვის წინააღმდეგ გამათავს.
ლოკომოტივი 2: შეროზია, გელაშვილი, ჭურღულაშვილი (ძებნიაური 80), ფიფია, ქებაძე, ლურსმანაშვილი, გრძელიძე (გაბუნია 73), ქიმერიძე, წულეისკირი (გურგენიძე 75), ობოლაძე, ბუღრიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მინაშვილი
არბიტრი: გურამ მაჩიტიძე (ბაღდათი)