რეგიონული ლიგა - მარცხი ვიტ-ჯორჯიასთან
10/09/2017
რეგიონული ლიგა - მარცხი ვიტ-ჯორჯიასთან
საქართველოს რეგიონული ლიგის მე-13 ტურში, თბილისის ლოკომოტივი 2 სტუმრად ვიტ-ჯორჯიასთან დამარცხდა. მცხეთაში გამართული დაპირისპირება, ვლადიმერ ვაშაძის გუნდმა მინიმალური ანგარიშით წააგო.
მატჩის ერთადერთი გოლი 31-ე წუთზე გავიდა. ლუკა შეროზიას ირაკლი ზარიძემ გაუტანა.
13 ტურის შემდეგ, ლოკომოტივს 28 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ვაშაძის გუნდი 19 სექტემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის გუნდთან გამართავს.
ლოკომოტივი 2: შეროზია, დუმბაძე, ძებნიაური, ცერცვაძე, ქებაძე, ლურსმანაშვილი, ჯანაშია (კანდელაკი 46), შეწირული, კიკნაძე (ოზბეთელაშვილი 63), გრძელიძე, ბუღრიძე (კაპ) (წულეისკირი 85)
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაშაძე
არბიტრი: მალხაზ ბეუქლიშვილი (ყვარელი)