ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდმა გაგრა დაამარცხა

ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდმა გაგრა დაამარცხა
12/05/2018

ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდმა გაგრა დაამარცხა

19 წლამდე ლიგის მე-10 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა გაგრა დაამარცხა. 12 მაისს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, სულიკო დავითაშვილის გუნდმა 7-4 მოიგო.

ანგარიში მე-6 წუთზე დავით ნაჭყებიამ გახსნა და ლოკომოტივი დააწინაურა. მე-12 წუთზე, შოთა შეყილაძემ სტუმრებს მეორე გოლი გაუტანა.

21-ე და 32-ე წუთებზე, რეზი ინჯგიამ დუბლი შეასრულა. მის გოლებს შორის, გაგრამ 25-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა. თავი ლუკა ელიზბარაშვილმა გამოიჩინა.

37-ე წუთზე, სტუმრებს კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლოთ. თორნიკე ლაცაბიძემ პენალტის შესრულების უფლება მოიპოვა, თუმცა მას ლოკოს მეკარემ აჯობა, აკაკი თვალოძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

56-ე წუთზე, ლევან გრძელიძესაც შეეძლო პენალტის გატანა. ამჯერად გაგრას მეკარემ ითამაშა ზუსტად და ლოკოს კაპიტნის დარტმა მოიგერია.

62-ე წუთზე შეყილაძემ, ულამაზესი დარტყმით, კიდევ ერთი გოლი გაიტანა. 67-ე წუთზე, ლოკომოტივის კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა. სტუმრებმა ამჯერად ზუსტად დაარტყეს, გოლი ლუკა კაკაბაძის ანგარიშზეა.

75-ე წუთზე გრძელიძემ რამდენიმე ფეხბურთელი ჩამოიტოვა და ლამაზი გოლი გაიტანა. ზუსტად ერთ წუთში, სტუმრებმა კიდევ ერთი ბურთი გაქვითეს, ლუკა კაკაბაძემ დუბლი შეასრულა.

77-ე წუთზე, შეყილაძემ ჰეთთრიკი შეასრულა. მატჩის საბოლოო ანგარიში 85-ე წუთზე დაფიქსირა. შეცვლაზე შესულმა დიმა მარიქაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

10 ტურის შემდეგ, ლოკომოტივის აკადემიის გუნდი 28 ქულით პირველ პოზიციაზეა.

ლოკომოტივი: თვალოძე, სირაძე, ანდრონიკაშვილი, ბუიღლიშვილი, ჯაფარიძე, შეწირული, ნაჭყებია (მარიქაძე 61), პაპიაშვილი (ფილფანი 34), ინჯგია (ძაძამია 46), გრძელიძე (კაპ), შეყილაძე
მთავარი მწვრთნელი: სულიკო დავითაშვილი

არბიტრი: გურამ მაჩიტიძე (ბაღდათი)

more news