თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირი ლოკომ გამარჯვებით დაიწყო
თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირი ლოკომ გამარჯვებით დაიწყო
12 სექტემბერს, ქალაქ გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირი გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობას ლოკომოტივის 13 წლამდე გუნდიც იღებს.
გურამ გაბუნიას სახელობის საფეხბურთო სკოლის სტადიონზე, ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ბათუმის დინამო 7:0 დაამარცხა.
38-ე და 42-ე წუთზე, დინამოს დუბლი თეიმურაზ დევიძემ შეუსრულა. 52-ე წუთზე დავით კაკუბავამ ბათუმელთა კარში მესამე გოლი გაიტანა, ზუსტად ორ წუთში კი თავი შალვა ხვიჩიამ გამოიჩინა.
59-ე წუთზე თავისი გოლი შეცვლაზე შესულმა ირაკლი ძოწენიძემაც გაიტანა, ორ წუთში, ასევე შეცვლაე შესულმა ლაშა კალანდაძემ მოახერხა მეტოქის კარის აღება.
მატჩის საბოლოო ანგარიში 64-ე წუთზე, ნიკოლოზ სიბაშვილმა დააფიქსირა. გიორგი ჩიტაურის გუნდი მომდევნო მატჩს 13 სექტემბერს, საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ გამართავს.
აღნიშნული ტურნირი ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, თენგიზ ბურჯანაძის დაბადებიდან 70 წლის აღსანიშნავად იმართება.
ლოკომოტივი (U 13): კილასონია, ხვიჩია, ჩოფიკაშვილი (ძოწენიძე 35), ციკოლია (კალანდაძე 35), ჟღენტი, ნიკოლოზ სიბაშვილი, ხუტიაშვილი, კაკუბავა, გიორგი სიბაშვილი, ბესელია, დევიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური
არბიტრი: თორნიკე ხუბულური