ცვლილებები თბილისის ლოკომოტივის აკადემიაში
ცვლილებები თბილისის ლოკომოტივის აკადემიაში
გიორგი მინაშვილის ჩინეთში წასვლის შემდეგ, თბილისის ლოკომოტივის აკადემიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.
ლოკომოტივი 2-ს ვლადიმერ ვაშაძე გაწვრთნის, რომელიც აქამდე 17 წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო.
გასულ წელს, ვაშაძის გუნდი, 17 წლამდე ლიგის გამარჯვებული გახდა, მიმდინარე სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ კი კვლავ ცხრილის სათავეშია.
ლოკომოტივი 2, რეგიონული ლიგის გ ჯგუფში მესამე პოზიციაზეა და ლიდერს 3 ქულით ჩამორჩება.
17 წლამდე გუნდში, ვაშაძე პაატა გოცირიძემ შეცვალა, რომელიც 13 წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო, ასევე 15 წლამდე გუნდში ვასილ მაისურაძის ასისტენტი.
ვასილ მაისურაძე 19 წლამდე გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 19 წლამდე ლიგის ბ ჯგუფში, ლოკომოტივი 17 ტურის შემდეგ პირველ პოზიციაზეა.
რაც შეეხება 15 წლამდე გუნდს, სადაც ვასილ მაისურაძე მუშაობდა - აღნიშნულ ასაკობრივ გუნდს ნიკა ფოცხვერია გაწვრთნის, რომელიც მანამდე 10 წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო. 15 წლამდე გუნდში, ფოცხვერიას ასისტენტი, ლუკა ხომასურიძე იქნება.