ლოკოს U9 გუნდმა ატეიტის თასზე მესამე ადგილი დაიკავა

30/09/2024
ლოკოს U9 გუნდმა ატეიტის თასზე მესამე ადგილი დაიკავა
ბათუმში 9-წლამდე ბავშვთა შორის ატეიტის თასის გათამაშება დასრულდა, რომელშიც ლოკომოტივის გუნდიც იღებდა მონაწილეობას.
ლოკოს 9-წლამდე ფეხბურთელებმა საფეხბურთო ფესტივალი მესამე ადგილზე დაასრულეს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ჩვენმა პატარა ფეხბურთელებმა ფოთის კოლხეთს სძლიეს.
საფეხბურთო ფესტივალში მონაწილეობს 5 ქვეყნის 100 - ზე მეტი კლუბი და 1500- ზე მეტი ბავშვი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.