81 წელი ლოკომოტივის დაარსებიდან

81 წელი ლოკომოტივის დაარსებიდან
14/08/2017

81 წელი ლოკომოტივის დაარსებიდან

თბილისის ლოკომოტივის დაარსებიდან 81 წელი გავიდა. 1936 წლის 14 აგვისტოს, ლოკომოტივი სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით შეიქმნა.

 

ათწლეულების მანძილზე, ლოკომოტივი საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ჩემპიონატებში იღებდა მონაწილეობას. ლოკომ 1937 წელს პირველი ტიტული მოიპოვა. ჩვენი გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა. იგივე მიღწევა ლოკომ 8 წლის შემდეგ, 1945 წელს გაიმეორა.

 

მას შემდეგ, რაც საქართველო საბჭოთა კავშირს გამოეყო, ლოკომოტივი სამჯერ გახდა ქვეყნის თასის მფლობელი. პირველად, 2000 წელს, ჩვენმა გუნდმა პენალტების სერიაში, ქუთაისის ტორპედო 4:2 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.

 

ორი წლის შემდეგ, ლოკომოტივმა ფინალში კვლავ ტორპედო დაამარცხა. დათუნაიშვილისა და ჯანაშიას გოლებით.

 

უკანასკნელად, ლოკომ საქართველოს თასი 2005 წელს მოიგო. ჩვენმა გუნდმა ფინალში ზესტაფონი 2:0 დაამარცხა. იმერულ კლუბს გოლები ბობოხიძემ და მანჩხავამ გაუტანეს.

 

ორი წლის წინ, ლოკომ მოქმედების არეალი კიდევ უფრო გააფართოვა. პრეზიდენტ ლექსო თოფურიას ინიციატივით, ბავშვთა საფეხბურთო აკადემია ჩამოყალიბდა. აკადემია 2015 წელს დაფუძნდა და ამჟამად, 12 ასაკობრივ გუნდში, 250-ზე მეტი ფეხბურთელი ვარჯიშობს.

more news