დაუვიწყარი მატჩი თბილისის ლოკომოტივის ისტორიაში ევროპის მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ

დაუვიწყარი მატჩი თბილისის ლოკომოტივის ისტორიაში ევროპის მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ
29/07/2023

დაუვიწყარი მატჩი თბილისის ლოკომოტივის ისტორიაში ევროპის მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ

... ამ მატჩს, თუმცა ანხანაგური შეხვედრის სტატუსი აქვს, აუცილებლად უკავია ღირსეული ადგილი თბილისის ლოკომოტივის ისტორიაში.

 

1961 წლის მარტის დასაწყისში, სსრ კავშირის ნაკრებმა გუნდმა, რომელიც რამდენიმე თვის უკან ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, თბილისში სეზონისწინა შეკრება დაიწყო. ნაკრებმა რუსთავში მატჩი გამართა რკინიგზელებთან. გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობით გამოვიდნენ:


სსრკ ნაკრები: მასლაჩენკო, მედაკინი, ნეტო, ჩოხელი, ვორონინი, მანოშინი, მეტრეველი, ივანოვი, პონედელნიკი, ბატანოვი, მესხი.


ლოკომოტივი: რუხაძე, უსტაბაშიდი, კუჭავა, ოდიკაძე, მუმლაძე, მიროშნიკოვი, იაშვილი, ცერცვაძე, ახალკაცი, ურთქმელიძე, ივანოვი.

 

ლოკომოტივის ფეხბურთელებმა, ყოველგვარი პროგნოზის საწინააღმდეგოდ, ქვეყნის ნაკრებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს - აჩვენეს ჭკვიანური, ყველა რგოლში შეთანხმებული ფეხბურთი. გამოავლინეს მაღალი ფიზიკური კონდიციები. როგორ წარიმართა თამაში? პირველი ნახევრის ბოლო წამებზე თბილისელებმა მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ლამაზი გოლით დააგვირგვინა მიროშნიკოვმა.

 

მეორე ტაიმის დასაწყისში კი მესხმა უკან მოიტოვა „მეურვე“, მეკარის მოედანზე ჩაჰკიდა ბურთი და ნაკრების ცენტრფორვარდმა პონედელნიკმა ანგარიში გაათანაბრა - 1:1. მეტოქეთა დიდი მცდელობის მიუხედავად, ეს ანგარიში მატჩის ბოლომდე არ შეცვლილა. ლოკომოტივმა საპატიო ფრეს მიაღწია.

 

ამონარიდი გარუნ აკოფოვის წიგნიდან „აღორძინებული ლოკომოტივი“.

 

 

more news