ტრავმა დამარცხებულია - ლევან ყენია დაბრუნდა

ტრავმა დამარცხებულია - ლევან ყენია დაბრუნდა
23/06/2018

ტრავმა დამარცხებულია - ლევან ყენია დაბრუნდა

თითქმის ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ლევან ყენია მოედანს დაუბრუნდა. 27 წლის ნახევარმცველმა კიდევ ერთი მძიმე ტრავმა დაამარცხა. ყენიამ 21 ივნისს, ლოკოს შემადგენლობაში კოლხეთი 1913-ის წინააღმდეგ ითამაშა.

ლევანი თამაშში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, დავით ჯიქიას ნაცვლად ჩაერთო.

ყენიას პროფესიონალური კარიერა სწორედ ლოკოში დაიწყო. 2008 წლიდან, იგი წლების განმავლობაში იყო გერმანული შალკესა და დიუსელდორფის ფორტუნას წევრი, ასევე ითამაშა ლვოვის კარპატსა და პრაღის სლავიაში.

ლოკოში, ლევანი 2017 წლის მაისში დაბრუნდა. მას შემდეგ, იგი რეაბილიტაციის კურსს გადიოდა და სრული დატვირთვით ვარჯიში ზუსტად ერთი წლის თავზე, მიმდინარე წლის მაისში დაიწყო.

more news