ლოკომოტივმა ამხანაგურ მატჩში შუქურა დაამარცხა

ლოკომოტივმა ამხანაგურ მატჩში შუქურა დაამარცხა
25/07/2018

ლოკომოტივმა ამხანაგურ მატჩში შუქურა დაამარცხა

ეროვნული ლიგის, მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, თბილისის ლოკომოტივმა მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. 25 ივლისს, საგურამოს საფეხბურთო ბაზაზე, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა ეროვნული ლიგა 2-ის მონაწილე, ქობულეთის შუქურა 5-3 დაამარცხა.

პირველი ნახევარი 3-3 დასრულდა. შუქურა მე-7 წუთზე გიორგი ჩელებაძემ დააწინაურა. სტუმართა კაპიტანმა, მე-17 წუთზე დუბლი შეასრულა. 27-ე წუთზე რევაზ ინჯგიამ ერთი ბურთი გაქვითა. ლოკოს ახალგაზრდა შემტევმა, კლუბის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.

35-ე წუთზე ლოკომოტივმა მესამე გოლი გაუშვა, თავი კალანდაძემ გამოიჩინა. ორ წუთში ლევან ყენიამ ითამაშა შედეგიანად, 45-ე წუთზე კი ოთარ კობახიძემ წონასწორობა აღადგინა.

მეორე ნახევარი ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა აქტიურად დაიწყო. შეცვლაზე შესულმა ზურა დავითაშვილმა, 52-ე წუთზე ლოკო დააწინაურა. მატჩის საბოლოო შედეგი 66-ე წუთზე ლევან ქურდაძემ დააფიქსირა.

მომდევნო ამხანაგურ მატჩს ლოკომოტივი ბათუმის დინამოს წინააღმდეგ გამართავს.

ლოკომოტივი: თევდროაძე, გაბაძე (ჯაფარიძე 70), ჭანტურია (კაპ) (ქურდაძე 55), ლობჟანიძე (ანდრონიკაშვილი 70), კომახიძე (უბილავა 46), ძებნიაური (სამურკასოვი 46), გვალია (შონია 46), ყენია (დავითაშვილი 47, შეწირული 75), ინჯგია (კიკაბიძე 46), კობახიძე (გრძელიძე 60), გავაშელიშვილი (ოზბეთელაშვილი 60)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

more news