ლოკო სტუმრად არაგვთან დამარცხდა
21/04/2024
ლოკო სტუმრად არაგვთან დამარცხდა
ეროვნული ლიგა 2-ის მე-8 ტურის შეხვედრა თბილისის ლოკომოტივმა სტუმრად დუშეთის არაგვის წინააღმდეგ ჩაატარა და 1:3 დამარცხდა.
პირველ ტაიმში ლოკო აქტიური იყო და ნიკოლოზ ბაშელეიშვილის მიერ 37-ე წუთზე გატანილი პენალტით შესვენებაზე გამარჯვებული გავიდა.
მეორე ტაიმში მეტოქე გააქტიურდა, 68-ე წუთზე ჩვენს კარში გოლი ამბროლაძემ გაიტანა, 72-ე წუთზე - ბრეგვაძემ, ხოლო შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 75-ე წუთზე ქებურიამ დააფიქსირა.
მომდევნო შეხვედრას ლოკო 27 აპრილს საკუთარ მოედანზე საგარეჯოს გარეჯთან ჩაატარებს.