მამია გავაშელიშვილი - ლოკომოტივი ჩემთვის ბევრს ნიშნავს, მეორე ოჯახი იყო და ყოველთვის იქნება

მამია გავაშელიშვილი - ლოკომოტივი ჩემთვის ბევრს ნიშნავს, მეორე ოჯახი იყო და ყოველთვის იქნება
16/01/2024

მამია გავაშელიშვილი - ლოკომოტივი ჩემთვის ბევრს ნიშნავს, მეორე ოჯახი იყო და ყოველთვის იქნება

თბილისის ლოკომოტივში 2024 წლის სეზონის დაწყების წინ მამია გავაშელიშვილი დაბრუნდა. მამია ჩვენი გუნდისთვის კარგადაა ნაცნობი, ის ლოკოში 2014 წელს მოვიდა და 2021 წლის ბოლომდე ჩვენს რიგებში ირიცხებოდა.

 

დაბრუნების შემდეგ მამია გავაშელიშვილს საკუთარი ემოციების გაზიარება ვთხოვეთ და გუნდის სამომავლო გეგმებზეც ვესაუბრეთ.

 

„ლოკომოტივი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ჩემი მეორე ოჯახი იყო და ყოველთვის იქნება. აქ 18 წლის ასაკში გადმოვედი, დავიწყე ჩემი საფეხბურთო კარიერა და უამრავი წარმატება მქონდა. გუნდი ბევრ რამეში მუდამ გვერდით მედგა და ვფიქრობ, ახლაც სწორი არჩევანი გავაკეთე.

 

რაც შეეხება ჩემს საუკეთესო პერიოდს ლოკოში, გავიხსენებ იმ დროს, როცა პირველ ლიგაში ვიყავით, სეზონში 46 გოლი გავიტანე და ამით გუნდს უმაღლეს ლიგაში გადასვლაში დავეხმარე. ასევე არ დამავიწყდება დინამო მოსკოვთან გამარჯვება და ჩემი მეორე გოლი. მითუმეტეს, მაშინ ერთწლიანი პაუზის შემდეგ დავუბრუნდი ფეხბურთს. ჩემს კარიერას და ცხოვრებაში ეს საუკეთესო მომენტი იყო.

 

დღეს გუნდში ბევრი ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელია. ასევე არიან გამოცდილი მოთამაშეები, რომლებიც გუნდის ღირესებას დიდი ხანია იცავენ. ვფიქრობ, ერთად რა მიზანიც გვაქვს, იმ მიზანს მივაღწევთ.

 

ლოკოში დაბრუნებას რაც შეეხება, გუნდის პრეზიდენტი ლექსო თოფურიაა. ამან დიდი მნიშვნელობა იქონია ჩემს გადაწყვეტილებაზე. რა თქმა უნდა, რევაზ გოცირიძეც მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო გადაწყვეტილების მიღებისას. მის სტაფში ბევრი ნიჭიერი მწვრთნელია. ვფიქრობ, შეუძლიათ თავისი საქმით დასახულ მიზანს მივაღწიოთ.

 

რევაზ გოცირიძესთან აქამდე ნამუშევარი არ მქონია, შორიდან ვიცოდი მის შესახებ. შესანიშნავი ადამიანია და მასთან საუბრის შემდეგ აქ გადმოსვლაზე ბევრი არც მიფიქრია. გუნდში ნაცნობი სიტუაციაა, ვთვლიდი, რომ ადაპტაციაც არ გამიჭირდებოდა. ლოკომოტივს შეუძლია და იმსახურებს უფრო მაღალ ლიგაში იყოს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ“, - განაცხადა მამია გავაშელიშვილმა.

more news