თბილისის ლოკომოტივი 12-მა ფეხბურთელმა დატოვა

თბილისის ლოკომოტივი 12-მა ფეხბურთელმა დატოვა
14/01/2024

თბილისის ლოკომოტივი 12-მა ფეხბურთელმა დატოვა

თბილისის ლოკომოტივმა 2024 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდი უკვე შეიკრიბა და საწვრთნელი პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს.

 

გვინდა გაცნობოთ, რომ სეზონის დაწყებამდე გუნდი 12-მა ფეხბურთელმა დატოვა.

 

ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ლოკომოტივი დატოვეს: თორნიკე კურტანიძემ, შალვა ვიბლიანმა, რეზი ხინჩიაშვილმა, საბა კიკნაძემ, ვინსენტ კალინდამ, აგრიპა მვილამ, ფლოიდ ჩილეშემ, დარტონ ბვალიამ.

 

კონტრაქტი დაუსრულდა გიორგი პირტახიას, ხოლო საიჯარო ხელშეკრულებები - ლევან თანდილაშვილსა და გეგი გეგუჩაძეს. ლოკომოტივი ასევე დატოვა დავით გაბისონიამ.

 

თბილისის ლოკომოტივი თითოელ ფეხბურთელს დიდ მადლობას უხდის გაწეული დახმარებისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ კარიერაში.

more news