17 წლამდე ლიგა - ოთხიდან ოთხი მოგება

17 წლამდე ლიგა - ოთხიდან ოთხი მოგება
09/04/2017

17 წლამდე ლიგა - ოთხიდან ოთხი მოგება

საქართველოს 17 წლამდე ლიგის მე-4 ტურში, ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა, ფკ გორი 2:0 დაამარცხა. ვლადიმერ ვაშაძის გუნდს 100%-იანი შედეგი აქვს და 12 ქულით პირველ ადგილზეა.

 

8 აპრილს, საგურამოს ბაზაზე გამართულ მატჩში, ანგარიში 46-ე წუთზე, ლუკა ხარძიანმა გახსნა. 76-ე წუთზე, რევაზ ინჯგიამ გორელებს მეორე გოლი გაუტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

 

მე-5 ტურში, ლოკომოტივის 17 წლამდე გუნდი, საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდება.

 

ლოკომოტივი (U 17): ანდრიაძე, ქაჯაია, ცანავა, ბაქრაძე, მაღრაძე, გოგია, ნანობაშვილი, აბრამიშვილი, კიკნაძე, ხარძიანი, ინჯგია

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაშაძე

more news