ლოკომოტივს, სფფ-სა და UNFPA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ლოკომოტივს, სფფ-სა და UNFPA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
30/05/2018

ლოკომოტივს, სფფ-სა და UNFPA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის ლოკომოტივს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის შესახებ, ოფიციალური შეთანხმება 30 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისში შედგა.

მემორანდუმს ხელი თბილისის ლოკომოტივის ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და UNFPA-ს წარმომადგენელმა თურქეთში და საქართველოს ოფისის დირექტორმა კარლ კულესამ მოაწერეს.

თანამშრომლობა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: მამაკაცების ჩართულობის გაზრდას გენდერული თანასწორობის მისაღწევად და გოგონების ფეხბურთის პოპულარიზაციის ხელშეწყობას, მოზარდი გოგონების გაძლიერებისათვის.


ლოკომოტივისა და სფფ-ის ხელშეწყობით, ფეხბურთელები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ, UNFPA-ს ისეთ აქტივობებში, რომელიც მიზნად გენდერული თანასწორობის იდეისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ისახავს.

ერთ-ერთი ასეთია კამპანია "კაცები ზრუნავენ", რომელიც ხელს გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში, მამაკაცების ჩართულობის ზრდას უწყობს.


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივსა და UNFPA-ს შორის თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო.

ერთობლივი ძალისხმევით, 2017 წელს ჩატარდა "მამების თასი", ხოლო 2018 წლის მაისში თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელები შეუერთდნენ კამპანიას "კაცები ზრუნავენ", რომელიც UNFPA-სა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში, შვედეთის ფინანასური ხელშეწყობით ხორციელდება.

more news