ევროპაბეთის თასის ფინალურ ეტაპზე ნიკა ასათაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა

ევროპაბეთის თასის ფინალურ ეტაპზე ნიკა ასათაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა
19/11/2023

ევროპაბეთის თასის ფინალურ ეტაპზე ნიკა ასათაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა

საფეხბურთო კლუბმა თბილისის ლოკომოტივმა, დაახლოებით, ორი წლის წინ eSports-ის გუნდი შექმნა.

 

ლოკო მაშინ პირველი ორგანიზაცია იყო, რომელმაც ელექტრონულ ფეხბურთში გუნდი ჩამოაყალიბა, შემადგენლობა კი უძლიერესი გეიმერებით დააკომპლექტა - ნიკა ასათაშვილი და ლადო ონიანი

 

18 ნოემბერს, ევროპაბეთის თასზე მონაწილეობა მიიღო ნიკა ასათაშვილმა, რომელმაც ტურნირზე მეორე ადგილის დაკავება მოახერხა.

 

ფინალურ ეტაპზე 16 მონაწილე იყო. ასათაშვილი ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, ორი ფრე ითამაშა და ერთი შეხვედრა მოიგო. მეოთხედფინალში ასათაშვილმა ხევიაშვილს სძლია, ხოლო ნახევარფინალში - ოთარაშვილს.

 

რაც შეეხება ფინალს, გამდაწყვეტი შეხვედრა ორ მოგებამდე იყო, ასათაშვილი 1:0 დაწინაურდა, თუმცა მეორე დაპირისპირება პენალტების სერიაში 8:9 წააგო, ხოლო მესამე მატჩი 2:4 დათმო.

more news