ლოკომ პირველი წრე გარეჯთან გამარჯვებით დაასრულა

ლოკომ პირველი წრე გარეჯთან გამარჯვებით დაასრულა
27/04/2024

ლოკომ პირველი წრე გარეჯთან გამარჯვებით დაასრულა

თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრე გამარჯვებით დაასრულა. ჩვენმა გუნდმა საკუთარ მოედანზე საგარეჯოს გარეჯი 4:1 დაამარცხა.

 

ლოკომ მატჩი აქტიურად დაიწყო და ლაშა მენთეშაშვილმა ჩვენი გუნდი 22-ე წუთზე დააწინაურა. გარეჯმა ტაიმის მიწურულს წონასწობა აღადგინა, გოლი პაპავას ანგარიშზეა.

 

მეორე ტაიმში რევაზ გოცირიძის გაწვრთნილები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა 55-ე წუთზე ლოკომოტივი კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ, ხოლო მამია გავაშელიშვილმა პენალტის ნიშნულიდან მე-60 წუთზე უპირატესობა ორბურთიანი გახადა.

 

შეხვედრაში საბოლოო ანგარიშიც გავაშელიშვილმა დააფიქსირა, მან მეორე პენალტი მსაჯის მიერ დამატებულ მე-8 წუთზე გამოიყენა.

 

შედეგად, პირველი წრის შემდეგ ლოკომოტივს 8 ქულა აქვს. მე-10 ტურის მატჩს გუნდი პირველ მაისს საკუთარ მოედანზე სპაერთან გამართავს.

 

ლოკომოტივი 4:1 გარეჯი
გოლები: მენთეშაშვილი (22), პაპავა (28), ნ.ბაშელეიშვილი (55), გავაშელიშვილი (60. პენ), გავაშელიშვილი (90+8. პენ)

 

more news