FC 24 - ის ტურნირზე, FC PRO OPEN-ზე ლოკოს გუნდმა გამოსვლა დაასრულა

FC 24 - ის ტურნირზე, FC PRO OPEN-ზე ლოკოს გუნდმა გამოსვლა დაასრულა
08/10/2023

FC 24 - ის ტურნირზე, FC PRO OPEN-ზე ლოკოს გუნდმა გამოსვლა დაასრულა

საფეხბურთო კლუბმა თბილისის ლოკომოტივმა, დაახლოებით, ორი წლის წინ eSports-ის გუნდი შექმნა.

 

ლოკო მაშინ პირველი ორგანიზაცია იყო, რომელმაც ელექტრონულ ფეხბურთში გუნდი ჩამოაყალიბა, შემადგენლობა კი უძლიერესი გეიმერებით დააკომპლექტა - ნიკა ასათაშვილი და ლადო ონიანი

 

ასათაშვილმა და ონიანმა ახლახანს FC 24 -ში FC PRO OPEN-ის ტურნირზე დაასრულეს გამოსვლა, რომელშიც მონაწილეობას შუა აღმოსავლეთის რეგიონიდან 1785 სპორტსმენი იღებდა.

 

შეჯიბრება ინდივიდუალურ ჩათვლაში მიმდინარეობდა. ლადო ონიანმა ტურნირზე 194-ე ადგილი დაიკავა, ხოლო ნიკა ასათაშვილი 243-ე ადგილზე გავიდა.

more news