გიორგი გაბაძე - სპაერთან საინტერესო და რთული თამაში გველის

გიორგი გაბაძე - სპაერთან საინტერესო და რთული თამაში გველის
15/08/2023

გიორგი გაბაძე - სპაერთან საინტერესო და რთული თამაში გველის

თბილისის ლოკომოტივის კაპიტანმა, გიორგი გაბაძემ ეროვნული ლიგა 2-ის გასულ ტურში მარტვილის მერანთან (5:0) გუნდის გამოსვლა შეაფასა და მომდევნო დაპირისპირების შესახებაც გააკეთა კომენტარი.

 

ლოკო ეროვნული ლიგა 2-ის 22-ე ტურში სტუმრად სპაერს დაუპირისპირდება. მატჩი სპაერის სტადიონზე 18 აგვისტოს, 20:00 საათზე გაიმართება.

 

„მარტვილის მერანთან მატჩს, რა თქმა უნდა, დადებითად შევაფასებ. 90 წუთის მანძილზე თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით, რამაც ეს შედეგი გამოიღო. ვფიქრობ, ფეხბურთელებმა კარგად გავართვით თავი მწვრთნელის დავალებას.

 

მომდევნო მატჩს რაც შეეხება, სტუმრად ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს დავუპირისპირდებით. ვფიქრობ, საინტერესო და რთული თამაში გველის. თბილისის ლოკომოტივის მიზანი კვლავ 3 ქულის მოპოვება იქნება“, - განაცხადა გაბაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის ლოკომოტივი ამჟამად ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშების ცხრილში 16 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს. რაც შეეხება სპაერს, ჩვენი მეტოქე 40 ქულით მე-3 ადგილზეა.

more news