თბილისის ლოკომოტივი იბერია 2-თან შეხვედრისთვის ემზადება

თბილისის ლოკომოტივი იბერია 2-თან შეხვედრისთვის ემზადება
15/04/2025

თბილისის ლოკომოტივი იბერია 2-თან შეხვედრისთვის ემზადება

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის მეშვიდე ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც იბერია 2-ის წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

გასულ ტურში ჩვენი გუნდი ბოლნისის სიონთან მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა. რაც შეეხება მეტოქეს, იბერია 2 ლოკოსთან მატჩს ზედიზედ 4 ვერ მოგებული მატჩით ხვდება. გასულ ტურში მეტოქემ ტყიბულის მეშახტესთან 0:0 ითამაშა. შესაბამისად, იბერია 2 ამ მომენტისთვის გათამაშების ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.

 

ლოკოსა და იბერია 2-ის მატჩი საგურამოში ჩატარდება. შეხვედრა 16 აპრილს 19:00 საათზე დაიწყება.

 

ეროვნული ლიგა 2 I მეშვიდე ტურის მატჩები:

 

მეშახტე - მერანი
გონიო - სამტრედია
სპაერი - სიონი
დინამო 2 - რუსთავი
ლოკომოტივი - იბერია 2

more news