ლოკო სპაერთან საშინაო შეხვედრისთვის ემზადება

ლოკო სპაერთან საშინაო შეხვედრისთვის ემზადება
23/04/2025

ლოკო სპაერთან საშინაო შეხვედრისთვის ემზადება

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის მე-8 ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც საგურამოში გათამაშების ლიდერი სპაერის წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

ლოკომ გასულ ტურში მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა და საკუთარ მოედანზე იბერია 2-თან 4:2 გაიმარჯვა, ხოლო გათამაშების ცხრილში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.

 

რაც შეეხება სპაერს, მე-6 ტურში სიონი 3:0 დაამარცხა, ხოლო ჩვენთან შეხვედრას ზედიზედ 4 მოგებით ხვდება. საქართველოს თასის მოქმედ გამარჯვებულს 17 ქულა აქვს და ერთპიროვნული ლიდერია.

 

გასულ სეზონში ლოკომ და სპაერმა ერთმანეთთან 4-ჯერ ითამაშეს, 2-ჯერ მოვიგეთ, ხოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა. 

 

გუნდებს შორის შეხვედრა 24 აპრილს 14:00 საათზე დაიწყება.

 

ეროვნული ლიგა 2 I მე-7 ტურის მატჩები:

 

ლოკომოტივი - სპაერი
რუსთავი - გონიო
იბერია 2 - მერანი
სამტრედია - მეშახტე
ბოლნისი - დინამო 2

more news