ირაკლი სიხარულიძე ლოკომოტივში დაბრუნდა

ირაკლი სიხარულიძე ლოკომოტივში დაბრუნდა
04/02/2019

ირაკლი სიხარულიძე ლოკომოტივში დაბრუნდა

ეროვნული ლიგის, 2017 წლის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი ირაკლი სიხარულიძე ლოკომოტივში დაბრუნდა.

28 წლის თავდამსხმელსა და კლუბს შორის 1 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

სიხარულიძე ლოკომოტივში 2017 წელს ჩაირიცხა და პირველივე სეზონში, 25 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

2018 წელს მან ლოკო დატოვა და კარიერა ჩეხურ სლოვაცკოში გააგრძელა. გასული წლის მეორე ნახევარი ირაკლიმ ლატვიურ რიგასში გაატარა.

ლოკოში წარმატებული სეზონის შემდეგ, ირაკლი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს. სიხარულიძემ 2017 წლის 13 ნოემბერს, ბელარუსის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა.

more news