ლოკომოტივმა ამხანაგურ მატჩში საბურთალო 2 დაამარცხა

ლოკომოტივმა ამხანაგურ მატჩში საბურთალო 2 დაამარცხა
02/02/2019

ლოკომოტივმა ამხანაგურ მატჩში საბურთალო 2 დაამარცხა

თბილისის ლოკომოტივმა ამხანაგურ მატჩში საბურთალო 2 დაამარცხა. 2 თებერვალს, საგურამოს ბაზაზე გამართული მატჩი ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა 5-3 მოიგო.

პირველი ნახევარი 2-2 დასრულდა. 21-ე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ. 25-ე წუთზე დავით სამურკასოვმა წონასწორობა აღადგინა.

34-ე წუთზე ლაშა ოზბეთელაშვილის პასით, შოთა შეყილაძემ გაიტანა და ლოკო დააწინაურა. ტაიმის მიწურულს საბურთალომ მეორე გოლი გაიტანა.

მეორე ნახევარში ლოკომოტივმა განსხვავებული შემადგენლობით ითამაშა. გოლები ლაშა გვალიამ, ლუკა კიკაბიძემ და ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გაიტანეს.

ესპანეთში გამგზავრებამდე ლოკომოტივი ბოლო ამხანაგურ მატჩს 6 თებერვალს, გორის დილასთან გამართავს.

ლოკომოტივი: შეროზია, კომახიძე, ბუიღლიშვილი, ანდრონიკაშვილი, ძებნიაური, ჯაფარიძე, შონია (კაპ), სამურკასოვი, არდაზიშვილი, ოზბეთელაშვილი, შეყილაძე

მეორე ტაიმი: ბულისკერია, უბილავა (კაპ), ანდრონიკაშვილი, გურეშიძე, გაბაძე, ძებნიაური (ჯანაშია), გვალია, კიკაბიძე, რემი (კობახიძე), ინჯგია, ჯიქია

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

more news