ლევან თანდილაშვილი საქართველოს U21 ნაკრებში გამოიძახეს

ლევან თანდილაშვილი საქართველოს U21 ნაკრებში გამოიძახეს
08/11/2023

ლევან თანდილაშვილი საქართველოს U21 ნაკრებში გამოიძახეს

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ნოემბრის სანაკრებო შეკრებისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

 

ლოკომოტივიდან საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში მეკარე ლევან თანდილაშვილი მოხვდა.

 

რამაზ სვანაძის გუნდი ნოემბერში ერთ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიას სკოპიეში 16 ნოემბერს დაუპირისპირდება.

 

ამ ეტაპე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 7 ქულა აქვს და ჯგუფში მესამე ადგილზეა.

 

 

 

more news