ლოკომოტივი ამხანაგურ შეხვედრაში დინამო თბილისს დაუპირისპირდა

ლოკომოტივი ამხანაგურ შეხვედრაში დინამო თბილისს დაუპირისპირდა
14/10/2023

ლოკომოტივი ამხანაგურ შეხვედრაში დინამო თბილისს დაუპირისპირდა

დღეს, 14 ოქტომბერს, საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის ბაზაზე თბილისის ლოკომოტივი ამხანაგურ შეხვედრაში დინამო თბილისს დაუპირისპირდა და 2:4 დამარცხდა.

 

სპარინგ მატჩი ჩვენი გუნდის უპირატესობით დაიწყო, ლოკომოტივის დაწინაურება ბექა ხარაიშვილმა მოახერხა. ამის შემდეგ დინამო გააქტიურდა, არველაძემ დუბლის შესრულება შეძლო. შემდეგ კამარამ დინამოელები 3:1 დააწინაურა. ლოკოს მხრიდან შეხვედრაში კიდევ ერთი გოლი ოზბეთელაშვილმა გაიტანა და ანგარიში 2:3 გახადა.

 

უაკანასკნელ წუთებზე კუთხურის შემდეგ მატჩში საბოლოო ანგარიში მარგველაშვილმა დააფიქსირა - 4:2 დინამო თბილისის სასარგებლოდ.

 

შეგახსენებთ, რომ სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ ლოკომოტივი ეროვნულ ლიგა 2-ში მარტვილის მერანს შეხვდება, მატჩში 20 ოქტომბერს ჩატარდება.

more news