ლოკომოტივი სპაერთან ეროვნული ლიგა 2-ის 22-ე ტურის მატჩისთვის ემზადება

ლოკომოტივი სპაერთან ეროვნული ლიგა 2-ის 22-ე ტურის მატჩისთვის ემზადება
17/08/2023

ლოკომოტივი სპაერთან ეროვნული ლიგა 2-ის 22-ე ტურის მატჩისთვის ემზადება

ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 22-ე ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც სტუმრად, სპაერის სტადიონზე თბილისში გამართავს.

 

ლოკო აღნიშნულ შეხვედრას კარგი განწყობით ხვდება, ჩვენმა გუნდმა ეროვნული ლიგა 2-ის გასულ ტურში მარტვილის მერანთან 5 უპასუხო გოლი გაიტანა და ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. ამჟამად რევაზ გოცირიძის გუნდს 16 ქულა აქვს, მე-9 ადგილზეა და გადათამაშების ზონას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება მეტოქეს, სპაერი 40 ქულით ცხრილში მე-3-ეა და ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად იბრძვის.

 

სეზონის განახლების შემდეგ ლოკომ 3 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 1 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, ხოლო 1 დათმო. სპაერმა სეზონის მეორე ნაწილი 2 მოგებითა და 1 ფრით დაიწყო.

 

მიმდინარე სეზონში ლოკომოტივმა და სპაერმა ერთმანეთის წინააღმდეგ 2 შეხვედრა ჩაატარეს და ორივეში გამარჯვება მეტოქეს დარჩა (1:3, 1:4). პირველ მატჩი ჩვენი გუნდის მხრიდან გოლი თორნიკე კურტანიძემ გაიტანა, ხოლო მეორეში - ლუკა კეკელიძემ.

 

გუნდების შეხვედრა სპაერის სტადიონზე 18 აგვისტოს, 20:00 საათზე გაიმართება და ეროვნული ლიგა 2-ის 22-ე ტურს დახურავს.

 

ეროვნული ლიგა 2 I 22-ე ტური:

18 აგვისტო, 17:00 I მარტვილის მერანი - გარეჯი
18 აგვისტო, 17:00 I ხობის კოლხეთი - მერანი თბილისი
18 აგვისტო, 17:00 I სიონი - ფოთის კოლხეთი
18 აგვისტო, 19:00 I დინამო თბილისი 2 - ვიტ ჯორჯია
18 აგვისტო, 20:00 I სპაერი - ლოკომოტივი

more news