ლოკომოტივმა ხობის კოლხეთთან გაიმარჯვა და გათამაშების ცხრილში დაწინაურდა

ლოკომოტივმა ხობის კოლხეთთან გაიმარჯვა და გათამაშების ცხრილში დაწინაურდა
24/08/2023

ლოკომოტივმა ხობის კოლხეთთან გაიმარჯვა და გათამაშების ცხრილში დაწინაურდა

ეროვნული ლიგა 2-ის 23-ე ტურის შეხვედრაში თბილისის ლოკომოტივმა მიხეილ მესხი 2-ზე ხობის კოლხეთს უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა.

 

პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით წარიმართა, მათ ანგარიში 38-ე წუთზე გახსნეს. ზურაბ ჭანტურიძის გადაცემის შემდეგ თავის გამოჩენა მალიქშოხ რასულოვმა მოახერხა.

 

მეორე ტაიმში ლოკომ სათამაშო რიტმი იპოვა, ხოლო მატჩის გმირი სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე შესული ბიძინა მახარობლიძე გახდა. მან 61-ე წუთზე ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 67-ე წუთზე მისი პასით ასევე შეცვლაზე შესულმა ახალგაზრდა ალექსანდრე თურქიამ ლოკო დააწინაურა. 16 წლის ალექსანდრესთვის ეს უკვე მეორე გოლია მიმდინარე სეზონში.

 

მატჩის ბოლომდე შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა. შედეგად, ჩვენმა გუნდმა აქტივში მორიგი სამი ქულა ჩაიწერა და 19 ქულით გათამაშების ცხრილში მერვე ადგილზე გადაინაცვლა. ასე რომ, ამ მომენტისთვის ლოკო ეროვნული ლიგა 2-ის გასავარდნ ზონაში აღარ იმყოფება.

 

ლოკო ეროვნული ლიგა 2-ის მომდევნო ტურის მატჩს საკუთარ მოედანზე გათამაშების ლიდერის, გარეჯის წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

ლოკომოტივი - ხობის კოლხეთი I ეროვნული ლიგა 2 I 23-ე ტური

 

გოლები: რასულოვი (38), მახარობლიძე (61), თურქია (67).

 

ლოკომოტივი: თანდილაშვილი, შეწირული, კურტანიძე (76 ხინჩიაშვილი), მუკბანიანი (46 მახარობლიძე), ხუციშვილი (58 თურქია), გეგუჩაძე, გაბაძე, მენთეშაშვილი (90+2 პირტახია), ბაშელეიშვილი, ჩაჩუა, ჭანტურია.

 

მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე.

 

ხობის კოლხეთი: გელაშვილი, ადამაძე, ხარაბაძე, ჭანტურიძე, სულაძე (73 იონანიძე), წურწუმია (89 ჭითაშვილი), რასულოვი, ამბროლაძე (73 სამუშია), მეფიშვილი (89 აიანადი), ჭანკვეტაძე, შონია (89 მირზოევი).

 

მწვრთნელი: ბესიკ შეროზია.

 

ეროვნული ლიგა 2 I 23-ე ტურის სხვა მატჩების შედეგები

 

ფოთის კოლხეთი - დინამო თბილისი 2 2:1
ვიტ ჯორჯია - მარტვილის მერანი 2:0
გარეჯი - სპაერი 3:2
თბილისის მერანი - ბოლნისის სიონი 0:4

more news