სამტრედია VS ლოკომოტივი - ისტორია

სამტრედია VS ლოკომოტივი - ისტორია
21/04/2017

სამტრედია VS ლოკომოტივი - ისტორია

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-8 ტურში, თბილისის ლოკომოტივი სტუმრად, მოქმედ ჩემპიონ სამტრედიას დაუპირისპირდება.

 

გია ცეცაძისა და გიორგი დევადრიანის გუნდების დაპირისპირება, 22 აპრილს, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, 15:00 საათზე გაიმართება.

 

ეროვნულ ლიგაში (წარსულში უმაღლესი ლიგა), ლოკომოტივისა და სამტრედიის ურთიერთშეხვედრების ისტორია 10 მატჩს ითვლის.

 

6 შემთხვევაში გამარჯვება ლოკომოტივმა მოიპოვა, ხოლო 4-ჯერ სამტრედიელებმა შეძლეს 3 ქულის მოპოვება. აღსანიშნავია, რომ ლოკომოტივსა და სამტრედიას ფრე არ უთამაშიათ.

 

ლოკომოტივისა და სამტრედიის პირველი დაპირისპირება, 1998 წლის 8 სექტემბერს გაიმართა.

 

სამტრედია, ეროვნულ ჩემპიონატში იბერიის სახელით თამაშობდა. თემურ მახარაძის გაწვრთნილმა ლოკომოტივმა, მეტოქეს 3:2 მოუგო. სტუმრებს, დუბლი დავით გოდერძიშვილმა შეუსრულა, ერთი გოლი კი გიორგი ბალაშვილმა გაიტანა. 

 

 

ფოტოზე: ლოკომოტივის ყოფილი ფეხბურთელი, დავით ჩაგელიშვილი სამტრედიის კაპიტნის, გიორგი დათუნაიშვილის წინააღმდეგ (2016 წელი). ჩაგელიშვილი, ამჟამად სამტრედიის ღირსებას იცავს. 

 

1999 წლის 30 მარტს, ლოკომოტივმა სამტრედია 2:0 დაამარცხა. თბილისური კლუბის მთავარი მწვრთნელი კვლავ თემურ მახარაძე იყო. სამტრედიელებს გოლები ვარლამ კილასონიამ და ჰამლეტ წივწივაძემ გაუტანეს.

 

უკანასკნელად, ლოკომოტივმა სამტრედია 2010 წლის 1 მაისს, გელა სანაიას ხელმძღვანელობით, 2:1 დაამარცხა. სტუმრებს გოლები ბორის მახარაძემ და გიგა ჩიკვაიძემ გაუტანეს.

 

2016 წლის 27 თებერვალს, სამტრედიამ ლოკომოტივი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. სწორედ ეს მატჩია უკანასკნელი, ამ გუნდებს შორის. მაშინ, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ესპანელი ჟერარდ სარაგოსა იყო.

more news