თბილისი ამჯერად წითელია

თბილისი ამჯერად წითელია
16/05/2019

თბილისი ამჯერად წითელია

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურში  „დინამო არენაზე“ დედაქალაქური დერბი შედგა, „დინამოსა“ და „ლოკომოტივს“ შორის. შეხვედრა ლევან კორღალიძის ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა. 

 

ლოკომოტივმა გამორჩეული მატჩი ჩაატარა, მთელი შეხვედრის განმავლობაში სწრაფი ტემპით ითამაშა და მეტოქეს ფიზ-მომზადებით აჯობა. შეხვედრის უმეტეს ნაწილში ლოკომოტივი უპირატესობას ფლობდა, სწრაფად გადადიოდა დაცვიდან შეტევაში და მეტოქეს ბურთზე კონტროლის საშუალებას არ აძლევდა. 

24-ე წუთზე დავით უბილავას ზუსტი გადაცემით სამურკასოვი ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა, დინამოს მეკარს სიკაჩს ფეხი დაუცდა და ლოკოს ნახევარმცველმა ცარიელ კარში გაიტანა. პირველ ნახევარში დინამომ პასუხი ვერ მოახერხა. 

 

მეორე ტაიმის განახლებიდან დინამომ შეუტია თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. ანგარიში ნიკა ნინუამ საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა.

ლევან კორრალიძემ დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული რევაზ ინჯგია ჩართო თამაშში. ახალგაზრდა მწვრთნელს შეცვლამ გაუმართა, ჯერ ინჯგია მწვავე მომენტი შექმნა თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა და ამ მომენტიდან მალევე საჯარიმოში დავით სამურკასოვის პასს დაუხვდა და ლოკო კვლავ წინ გაიყვანა. მესამე გოლიც ინჯგიამ მიიღო მონაწილეობა ამჯერად საგოლე პასი სიხარულიძეს გაატანინა და ლოკომოტივს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუპოვა.

 

ლოკომოტივი: ბულისკერია, უბილავა, ჭანტურია, გურეშიძე, კომახიძე, შონია, ძებნიაური, კირკიტაძე, სამურკასოვი, კობახიძე, სიხარულიძე. 

შეცვლაზე შევიდნენ: ინჯგია, ჯიქია, გვალია

 

more news