17 წლამდე ლიგა - ლოკომოტივი დინამო თბილისთან დამარცხდა
01/11/2017
17 წლამდე ლიგა - ლოკომოტივი დინამო თბილისთან დამარცხდა
17 წლამდე, ოქროს ლიგის მე-14 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდი დინამო თბილისთან დამარცხდა. 2 ნოემბერს, დინამოს აკადემიაში გამართული დაპირისპირება, მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს.
მატჩის ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე, გიორგი მოისწრაფიშვილმა გაიტანა. 14 ტურის შემდეგ, პაატა გოცირიძის გუნდი 19 ქულით მე-6 ადგილზეა.
ლოკომოტივი: კონცელიძე, გუგუნავა, ბაქრაძე, კილასონია, ქაჯაია, ხუნჯგურუა (კაპ), ფაღავა (კანკია 55), გობრონიძე (აბრამიშვილი 69), გაბეჩავა (კუხიანიძე 72), გაბუნია, ხარძიანი
მთავარი მწვრთნელი: პაატა გოცირიძე
არბიტრი: ბორის გლუშჩუკი (ქუთაისი)