ლოკო 2-მა ბოლო ტურში მერანი დაამარცხა
16/12/2025
ლოკო 2-მა ბოლო ტურში მერანი დაამარცხა
ლიგა 3-ის 30-ე ტურში ლოკო 2-მა თბილისის შრომითი რეზერვების სტადიონზე თბილისის მერანი 1:2 დაამარცხა. მე-15 წუთზე დათო მელაშვილმა დაგვაწინაურა, 69-ე წუთზე ნიკოლოზ ნინიძემ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. მერანის მხრიდან ერთადერთი გოლი პირველ დამატებულ წუთზე ირაკლი ხუჭუამ გაიტანა.
30 ტურის შემდეგ ლოკო 2 27 ქულით მე-13 ადგილზე გავიდა, გასავარდნ ზონას 1 ქულით გაასწრო, ლიგა 3-ში ადგილი შეინარჩუნა, თუმცა რადგან პირველი გუნდი ლიგა 3-ში დაქვეითდა, შემდეგ სეზონში ლოკო 2 მე-4 ლიგაში ითამაშებს. ერთ ლიგაში ერთი კლუბის ორ გუნდს თამაშის უფლება არ აქვს.