19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა დინამო თბილისი დაამარცხა

19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა დინამო თბილისი დაამარცხა
30/05/2017

19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა დინამო თბილისი დაამარცხა

საქართველოს 19 წლამდე ლიგის მე-15 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა დინამო თბილისი დაამარცხა. 31 მაისს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება გიორგი მინაშვილის ფეხბურთელებმა 4:3 მოიგეს.

 

ანგარიში მე-2 წუთზე გაიხსნა. ლოკომოტივის მცველმა სანდრო ანდრონიკაშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

 

18-ე წუთზე წონასწორობა ირაკლი ბუღრიძემ აღადგინა. 30-ე წუთზე, ლოკომოტივის კაპიტანმა ლუკა ვარძელაშვილმა ჩვენი გუნდი დააწინაურა.

 

41-ე წუთზე ლაშა ოზბეთელაშვილს ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდა შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა. ზუსტად სამ წუთში, ოზბეთელაშვილმა დინამოს კარი მაინც აიღო.

 

49-ე წუთზე დინამომ ერთი ბურთი გაქვითა. გოლი მიხეილ ერგემლიძემ გაიტანა. 55-ე წუთზე, გიორგი ცერცვაძემ სტუმრებს მეოთხე გოლი გაუტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. საბოლოო ანგარიში, 81-ე წუთზე თამაზ ბაბუნაძემ დააფიქსირა.

 

15 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 38 ქულით პირველ პოზიციაზეა.

 

ლოკომოტივი (U 19): გურგენიძე, ჯაფარიძე, ანდრონიკაშვილი, ცერცვაძე, ნიკოლეიშვილი, ლურსმანაშვილი, შეწირული (ქიმერიძე 64), ძებნიაური, ოზბეთელაშვილი (მუზაშვილი 53), ვარძელაშვილი, ბუღრიძე (გაბუნია 81)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მინაშვილი

 

არბიტრი: პაპუნა მაჭარაძე (ხონი)

more news