19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა შუქურას 7 უპასუხო გოლი გაუტანა
19 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა შუქურას 7 უპასუხო გოლი გაუტანა
19 წლამდე, ოქრის ლიგის მე-9 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა, სტუმრად ქობულეთის შუქურა დაამარცხა. 28 ოქტომბერს გამართული დაპირისპირება, ვასილ მაისურაძის გუნდმა 0:7 მოიგო.
ანგარიში მე-2 წუთზე, ნუგო სპანდერაშვილმა გახსნა. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე, რევაზ ინჯგიამ შუქურას კიდევ ერთი გოლი გაუტანა.
მეორე ნახევარში, მაისურაძის გუნდმა კიდევ 5 გოლი გაიტანა. 58-ე და 74-ე წუთებზე, მასპინძლებს დუბლი დავით კიკალიშვილმა შეუსრულა.
მე-80 და 81-ე წუთებზე, თავი შეცვლაზე შესრულმა ლუკა ხარძიანმა და გიორგი აბულაძემ გამოიჩინეს.
მატჩის საბოლოო ანგარიში 87-ე წუთზე, ინჯგიამ დააფიქსირა. 9 ტურის შემდეგ, ვასილ მაისურაძის გუნდი, 21 ქულით, პირველ ადგილზეა.
ლოკომოტივი: გურგენიძე, კიკალიშვილი, ჯაფარიძე, ნიკოლეიშვილი, ქურდაძე, ნანობაშვილი, ქიმერიძე (კაპ) (აბულაძე 70), სილაგაძე (ობოლაძე 70), სპანდერაშვილი, ინჯგია, გაბუნია (ხარძიანი 56)
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
არბიტრი: ირაკლი ხერხაძე (ქუთაისი)