U19 ტორპედოს უმასპინძლებს

U19 ტორპედოს უმასპინძლებს
03/11/2026

U19 ტორპედოს უმასპინძლებს

„ლოკომოტივის“ U19 გუნდი ოქროს ლიგის ზედა ჯგუფში ასპარეზობას აგრძელებს. გასულ შეხვედრაში ჩვენი გუნდი „დინამო თბილისის“ აკადემიას სტუმრად დაუპირისპირდა. 


პრინციპულ მეტოქესთან დაძაბული და საინტერესო მატჩი გაიმართა. სამწუხაროდ, შეხვედრა ჩვენი გუნდის მარცხით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. „ლოკომოტივის“ მხრიდან ერთადერთი გოლი დავით მელაშვილმა გაიტანა.


ზედა ჯგუფში სატურნირო მდგომარეობა საკმაოდ დაძაბულია. ამ ეტაპზე „დინამო თბილისი“ 45 ქულით პირველ ადგილზეა, „ლოკომოტივი“ 43 ქულით მეორე პოზიციას იკავებს, მესამე ადგილზე 41 ქულით „იბერია 1999“-ია, ხოლო მეოთხე პოზიციაზე 34 ქულით ქუთაისის „ტორპედო“ იმყოფება.


მომდევნო ტურში ჩვენი U19 გუნდი ქუთაისის „ტორპედოს“ საგურამოში უმასპინძლებს. მატჩი 4 ნოემბერს, 16:00 საათზე, საგურამოს საფეხბურთო კომპლექსში გაიამრთება. 

 

more news