12 აპრილი თბილისის ლოკომოტივის ისტორიაში

12 აპრილი თბილისის ლოკომოტივის ისტორიაში
11/04/2017

12 აპრილი თბილისის ლოკომოტივის ისტორიაში

12 აპრილს, თბილისის ლოკომოტივი, ეროვნული ლიგის მე-7 ტურში, გორის დილას დაუპირისპირდება.

 

ეროვნული ლიგის (წარსულში უმაღლესი ლიგა) ეგიდით, 12 აპრილს, ლოკომოტივის სულ 5 მატჩი აქვს ჩატარებული.

 

1998 წლის 12 აპრილს, ჩვენმა გუნდმა, თემურ მახარაძის ხელმძღვანელობით, ჭიათურის მაღაროელი 2:0 დაამარცხა. სტუმრებს გოლები გოდერძიშვილმა და ბარნოვმა გაუტანეს.

 

2001 წლის 12 აპრილს, ლოკომოტივმა ამჯერად ვიტ-ჯორჯიას მოუგო. გივი ნოდიას ფეხბურთელებმა, სტუმრებს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. თავის გამოჩენა გოგიჩაიშვილმა და ანჩაბაძემ მოახერხეს.

 

12 აპრილს, ლოკომოტივი პირველად 2006 წელს, თბილისის თბილისთან 4:1 დამარცხდა. მეტოქეს ერთადერთი გოლი მენაბდემ გაუტანა. ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი სოსო სირაძე იყო.

 

2008 წლის 12 აპრილს, გიორგი კიკნაძის გუნდმა, ბოლნისის სიონი 3:0 დაამარცხა. ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან გოლები რატი ალექსიძემ, ლევან ცქიტიშვილმა და ვიტალი დარასელია უმცროსმა გაიტანეს.

 

უკანასკნელად, ლოკომოტივმა 12 აპრილს, 2010 წელს, რუსთავის ოლიმპის წინააღმდეგ ითამაშა. მაშინ, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი გელა სანაია იყო. მატჩი რუსთაველთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

 

ფოტოზე: ვიტალი დარასელია უმცროსი

more news