21-ე ტური: ტორპედო-ლოკომოტივი გადაიდო

18/08/2018
21-ე ტური: ტორპედო-ლოკომოტივი გადაიდო
ეროვნული ლიგის 21-ე ტურის მატჩი, ქუთაისის ტორპედოსა და თბილისის ლოკომოტივს შორის გადადებულია.
მიზეზი საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, უეფას ევროპა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობაა. ტორპედომ პლეი-ოფის საგზური მოიპოვა და 20 აგვისტოს დაგეგმილი მატჩი სწორედ ამ მიზეზით არ ჩატარდება.
მომდევნო ტურში, ლოკომოტივი საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდება. მატჩი 25 აგვისტოს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 17:00 წუთზე გაიმართება.