21 წლამდე ნაკრებმა დილა ვატო არველაძის გოლით დაამარცხა
04/09/2017
21 წლამდე ნაკრებმა დილა ვატო არველაძის გოლით დაამარცხა
საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა 4 სექტემბერს მოსამზადებელი შეკრება დაასრულა. გია გეგუჩაძის გუნდი, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, გორის დილას დაუპირისპირდა. ამხანაგური მატჩი, ახალგაზრდული ნაკრების გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
21 წლამდე გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ვატო არველაძეს, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. გორელებს მეორე გოლი გიორგი კოხრეიძემ გაუტანა, საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა არველაძემაც მიიღო.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კარს ლოკოს წევრი, ბექა ქურდაძე იცავდა, რომელიც გუნდის კაპიტანი იყო, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს მცირე ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად თამაშში ოთო გოშაძე ჩაერთო.
მეორე ტაიმი სრულად ითამაშა ლოკომოტივის ნახევარმცველმა და ნაკრების კიდევ ერთმა დებიუტანტმა დავით სამურკასოვმა.