27-ე ტურში თბილისის დინამო 2-ს ვესტუმრებით

04/10/2025
27-ე ტურში თბილისის დინამო 2-ს ვესტუმრებით
ეროვნული ლიგა 2-ის 27-ე ტურში თბილისის ლოკომოტივი თბილისის დინამო 2-ს ესტუმრება. მატჩი თბილისში ვიტალი დარასელიას სახელობის ბაზაზე გაიმართება. შეხვედრა 5 ოქტომბერს, 18:00 საათზე დაიწყება.
მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში თბილისის დინამო 2 ორივე მატჩში დავამარცხეთ. მე-9 ტურში თბილისის დინამო 2-ს გასვლაზე ლაშა მენთეშაშვილის გოლით მოვუგეთ - 0:1. მე-18 ტურში ლოკომ საგურამოში თბილისის დინამო 2-ს 4:2 სძლია. ჩვენი გუნდიდან ლუკა კეკელიძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ერთი გოლი გიორგი გოგატიშვილის აქტივშია. დინამოდან გოლები თემურ ოდიკაძისა და მათე შათირიშვილის ანგარიშზეა.
ეროვნულ ლიგა 2-ში 26 ტურის შემდეგ ჩვენი გუნდი 32 ქულით მე-6 ადგილზეა.