31-ე ტურში სამტრედიას მივიღებთ
31-ე ტურში სამტრედიას მივიღებთ
ეროვნული ლიგა 2-ის 31-ე ტურში ლოკო საგურამოში სამტრედიას მიიღებს. მატჩი 3 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყება.
მე-4 ტურში სამტრედიაში ფრედ 1:1 ვითამაშეთ, ანგარიში 63-ე წუთზე მეტოქემ გახსნა, გოლი ჟოზეფ ამოაკოს ანგარიშზეა. მესამე დამატებულ წუთზე დენის ამოაკოს გოლით ანგარიში გავათანრებთ და სამტრედიიდან ქულა წამოვიღეთ.
მე-13 ტურში საგურამოში სამტრედიას 2:1 მოვუგეთ. 44-ე წუთზე ლუკა კეკელიძის გოლით დავწინაურდით, 68-ე წუთზე ლაშა კალანდაძის საგოლე პასით ნიკოლოზ ყველაშვილმა ანგარიში ორამდე გაზარდა. ერთადერთი საპასუხო გოლი მე-80 წუთზე ჟოზეფ ამოაკომ გაიტანა.
22-ე ტურში ჩვენი გუნდი სტუმრად სამტრედიას დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ეროსი მანჯგალაძეზე გოლები გიორგი გვიშიანმა (23-ე წუთი) და ლევან კუტალიამ (66-ე წუთი) გაიტანეს.
30 ტურის შემდეგ ლოკოს აქტივში 36 ქულაა, ამ მომენტისთვის მე-6 ადგილზე ვართ. სამტრედია მე-5 პოზიციაზეა და 3 ქულით გვისწრებს.