66-ე დედაქალაქური დერბი - ლოკო საქართველოს თასის 1/8 ფინალში თბილისის დინამოს დაუპირისპირდება
66-ე დედაქალაქური დერბი - ლოკო საქართველოს თასის 1/8 ფინალში თბილისის დინამოს დაუპირისპირდება
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2023 წლის გათამაშების 1/8 ფინალური ეტაპის შეხვედრაში თბილისის ლოკომოტივი მიხეილ მესხი 2-ზე თბილისის დინამოს დაუპირისპირდება.
დედაქალაქური გუნდები ერთმანეთს ისტორიაში 66-ედ შეხვდებიან. ამ მატჩებიდან 40 დინამო თბილისის გამარჯვებით დასრულდა, 11-ჯერ გამარჯვება ლოკომოტივს დარჩა, ხოლო 15 შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი თბილისური დერბი 1997 წლის 30 აპრილს გაიმართა და ჩვენი გუნდი 0:4 დამარცხდა. დინამოს კარში, ლოკომოტივის შემადგენლობიდან პირველი გოლი 1999 წლის 13 ნოემბერს, ლევან ქებაძემ გაიტანა, ხოლო ჩვენმა გუნდმა დინამოს წინააღმდეგ პირველი გამარჯვება 2000 წლის 23 სექტემბერს მოიპოვა - 3:0.
საქართველოს თასზე ლოკომოტივმა და დინამო თბილისმა ბოლოს ერთმანეთთან 2018 წლის 13 ივნისს, 1/16 ფინალურ ეტაპზე ითამაშეს. მაშინ პენალტების სერიაში დინამომ გაიმარჯვა. ძირითად დროში ლოკომოტივი ჯერ 0:2 მარცხდებოდა, შემდეგ კი 2:3, თუმცა ანაგარიშის გათანაბრება ორივე შემთხვევაში მოახერხა.
ლოკო დინამო თბილისთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება. საქართველოს თასის 1/16 ფინალში ქობულეთის შუქურა 3:0 დავამარცხეთ. რაც შეეხება მეტოქეს, დინამომ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი მალტის ჰამრუნთან სტუმრად 1:2 წააგო.
ლოკომოტივისა და დინამო თბილისის დაპირისპირება მესხი 2-ზე 29 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.