ალექსანდრე ჩივაძის პრემია - ვატო არველაძე ვერცხლის პრიზიორი გახდა
26/12/2017
ალექსანდრე ჩივაძის პრემია - ვატო არველაძე ვერცხლის პრიზიორი გახდა
თბილისის ლოკომოტივის ნახევარმცველი, ვატო არველაძე ალექსანდრე ჩივაძის პრემიის, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
აღნიშნული ნომინაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, 2017 წელს დააწესა. პრიზი 17 და 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელებს გადაეცემათ, რომლებიც საქართველოში თამაშობენ.
პრიზთან ერთად, ნომინატებისთვის დაწესდა ფულადი ჯილდოც. ვატო არველაძე 3000 ლარის მფლობელი გახდა. აღნიშნული ჯილდო იმ კლუბებზე გადანაწილდება, რომლებმაც არველაძის ჩამოყალიბებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.
არველაძე ნომინაციაში საბურთალოს ორ ფეხბურთელთან, ლუკა ლაკვეხელიანთან და გიორგი კოხრეიძესთან ერთად იყო წარდგენილი.
19 წლის ვატომ, 2017 წელს, ლოკომოტივის მაისურით, ეროვნულ ლიგაში 6 გოლი გაიტანა.