ამხანაგური მატჩი - ლოკომოტივი სიონთან დამარცხდა

ამხანაგური მატჩი - ლოკომოტივი სიონთან დამარცხდა
07/07/2017

ამხანაგური მატჩი - ლოკომოტივი სიონთან დამარცხდა

თბილისის ლოკომოტივი, ეროვნული ლიგის მესამე წრისთვის მზადებას, საგურამოს ბაზაზე აგრძელებს. 8 ივლისს, გიორგი დევდარიანის გუნდმა პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და ბოლნისის სიონს დაუპირისპირდა.

 

მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. ანგარიში მე-40 წუთზე თევზაძემ გახსნა და სიონი დააწინაურა. 53-ე წუთზე გეგა დიასამიძემ წონასწორობა აღადგინა.

 

ლოკომოტივის მე-10 ნომერმა საჯარიმო დარტყმით შეძლო გოლის გატანა. მატჩის საბოლოო ანგარიში, 67-ე წუთზე, პაპუაშვილმა დააფიქსირა.

 

დევდარიანის გუნდმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა. სხვადასხვა მიზეზით ლოკომოტივს გიორგი ხიდეშელი, თეიმურაზ ღონღაძე, გიორგი გაბაძე, ირაკლი კომახიძე, ნოდარ ქავთარაძე, გიორგი კიკნაძე, რატი არდაზიშვილი, ლუკა ვარძელაშვილი, მამია გავაშელიშვილი და ირაკლი სიხარულიძე აკლდა.

 

რაც შეეხება დავით სამურკასოვსა და ვატო არველაძეს, ისინი საქართველოს 19 წლამდე ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატზე იღებენ მონაწილეობას.

 

სიონთან მატჩში მონაწილეობა ჩვენი გუნდის ახალწვეულებმა გიორგი გოროზიამ და ლევან ქურდაძემ მიიღეს. მათი ოფიციალური პრეზენტაცია რამდენიმე დღეში გაიმართება.

 

ლოკომოტივი: თევდროაძე (ქურდაძე), უბილავა (კაპ), რეხვიაშვილი (ანდრონიკაშვილი 46), ჭანტურია, ჩიტეიშვილი, ქურდაძე, ბარანოვი (შეწირული 71), დიასამიძე, ბუღრიძე (გაბრიჩიძე 71), გოროზია (კიკაბიძე 46), წულეისკირი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

more news