''არაფერია იმაზე კარგი, როცა შენი გუნდი ლიდერია''
''არაფერია იმაზე კარგი, როცა შენი გუნდი ლიდერია''
ქობულეთის შუქურასთან მოგებული დაპირისპირება, ჩვენი გუნდის ფორვარდმა ირაკლი სიხარულიძემ შეფასა.
26 წლის თავდამსხმელმა, შუქურას დუბლი შეუსრულა. სიხარულიძემ გოლები მე-12 და 83-ე წუთებზე გაიტანა.
''წინა მატჩის მსგავსად, გოლის გატანა შუქურასთანაც მატჩის დებიუტში მოვახერხეთ, რამაც თამაშის შედეგზე გავლენა მოახდინა.
მეტოქის კარი ხუთჯერ ავიღეთ, მაგრამ კიდევ არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით. ორ მატჩში 10 გოლი გავიტანეთ, ისე რომ საკუთარ კარში ერთიც არ მიგვიღია. ეს ჩვენს გუნდურობასა და ერთსულოვნებაზე მეტყველებს.
პირადი სტატისტიკა, თავდამსხმელისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არაფერია იმაზე კარგი, როცა შენი გუნდი სატურნირო ცხრილის ლიდერია.'' - ამბობს ირაკლი.
სიხარულიძეს, ეროვნული ლიგის 6 ტურში, 6 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.